• მეტა


  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:

    ავტორები:


    Synergy Insight Synergy Startup

    როგორ ვიმუშაოთ უკეთესად

    სტატიის ავტორია: სალომე ჟორჟოლიანი
    30 სექტემბერი, 2009 | წაკითხულია 1,409-ჯერ

    „გაზაფხულის მშვენიერი საღამო. მზე ანათებს. ჰაერიც სასიამოვნოდ თბილია. სამსახურში დამაწინაურეს. ახალ თანამდებობაზე გადამიყვანეს, ანაზღაურება მომიმატეს და ახალი მანქანაც შევიძინე. ჩემი პატარა შვილიც დღითიდღე იზრდება და გული სიამაყით მევსება მისი შემხედვარე. ისეთი დღე არის, რომ მე ოჯახთან ერთად შემიძლია წავიდე სადმე, მაგალითად პიკნიკზე ქალაქგარეთ, ან ბუნებაში, ან სადმე სხვაგან… ამის სანაცვლოდ ვზივარ გზის განაპირა მხარეს, თავბრუ მეხვევა, კუჭი მტკივა და გული მერევა…ჩემი ცხოვრება სწრაფად და ხშირად იცვლება.“

    რატომ მერეოდა გული? საქმე იმაში იყო, რომ ძალიან მცირე დროში გადავიტანე ძალიან ბევრი ცვლილება გადავიტანე. ახლა ვიცი, ის რაც არ ვიცოდი მაშინ,  ვიმყოფებოდი პროფესიული სტრესის ზემოქმედების ქვეშ და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა ამასთან დაკავშირებით…

    პროფესიული სტრესი რთული მოვლენაა საქმიანი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის სამუშაოსთან დაკავშირებული ზემოქმედება ადამიანზე. უფრო მეცნიერული ტერმინებით კი, პროფესიული სტრესი არის ადამიანის უნივერსალური რეაქცია განსხვავებული სახის გამღიზიანებელზე.

    ორი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა დავუთმოთ ამდენი ყურადღება და დრო ამ სტატიას:

    1) განსაკუთრებით საყურადღებო შეიძლება იყოს მენეჯერებისთვის ყველა ის ფაქტორი, რომელიც თანამშრომლებში პროფესიულ სტრესს, უკმაყოფილებას და არაპროდუქტიულ მუშაობას იწვევს
    2) დაქირავებული თანამშრომლებისთვის ღირებული იქნება იმისი ცოდნა, თუ რატომ შეიძლება აღმოჩდნენ პროფესიული სტრესის გავლენის ქვეშ და როგორ უნდა მართონ ის.

    ალბათ თითოეულ თქვენთაგანს აინტერესებს მთავარი კითხვა,- მაშ, რა არის სტრესის მიზეზი? რა იწვევს მას?
    ფაქტორებს, რომელიც იწვევს ადამიანში უარყოფით განცდას, ეწოდება სტრესორი. იგი გამოიხატება შემდგომში ადამიანის გაქცევის ან შეგუების რეაქციით. სწორედ სტრესორები იწვევენ ჩვენში სტრესს. თითოეული ფაქტორის ზემოქმედება კი განაპირობებს დაუყოვნებლივ ფიზიკურ რეაქციას ჩვენგან - ჩვენ ან ვრეაგირებთ როგორღაც, ან ვეგუებით ამ ზემოქმედებას .

    სტრესორების სია ძალიან დიდია. ცხორების მანძილზე ვეჯახებით სხვადასხვაგვარ ზემოქმედ ფაქტორს, მათ შორის სამუშაო ადგილზე:

    ძალიან საყურადღებოა, რომ პროფესიული სტრესი არ არის მხოლოდ უსიამოვნო განცდის მიზეზი, ის იწვევს ჯანმრთელობის დარღვევასაც. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, წნევის ცვლილება, კუჭის დაავადებები, დიაბეტი, კუნთების და ნერვული სისტემის ფუნქციონირების ცვლილება , ინფარქტი და სხვა სწორედ პროფესიული სტრესის გამო იჩენს თავს.

    მაშ, როგორ ვმართოთ პროფესიული სტრესი, რათა შევძლოთ ჩვენზე გავლენის მომხდენ ფაქტორებზე რეაგირება მათი თავიდან აცილების მიზნით? საბედნიეროდ, ადამიანს შესწევს ძალა, მართოს სტრესი. თუმცა, ის ძნელი გამოსარკვევია, რადგან მუშაობის პროცესში ადამიანზე მოქმედებენ სტრესორები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვს თვითონ სამუშაოსთან.

    რჩევები პროფესიული სტრესის დასაძლევად:






    გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე

    სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;

    სტატიის რეიტინგი
    1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.38 ქულა

    კომენტარის დამატება:

    :


    შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!